ფრთხილად, მყიფეა.

გამოფენების და მედიაციის სერია, 2026 წლის თებერვალი- სექტემბერი: ფრთხილად, მყიფეა- ეს მომთაბარე გამოფენებისა და მედიაციების სერიაა, რომელიც შექმნილია ოჯახური არქივის, როგორც პირადი და დაუცველი მეხსიერების სივრცის შესასწავლად. ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული სამოგზაურო ჩემოდანი (2026 წლის თებერვლიდან) ლილიტ მატევოსიანის, გულშათ გუბაიდულინას, ვ-ლ-ვ-ვ-შ-მ-დ-ს,  ვლადიმერ სელეზნიოვის და კატია სელეზნიოვას ოჯახური არქივებით შთაგონებულ ექვს ნივთს ზიდავს.

ქალაქებსა და ქვეყნებში მოგზაურობისას, ჩემოდანს ღებულობენ მეგობრები, ადგილობრივი ინსტიტუციები და კომიუნიტები. ადგილობრივ თემებთან ურთიერთობისას ჩემოდანი მონაწილეობის მისაღებად ახალ ხმებს იწვევს – ხელოვნურ ნიმუშებს, გამოხმაურებებს, მედიაციის მონაწილეთა პირად ნივთებს. მოგზაურობის დასასრულს ეს მასალები გერმანიის ქალაქ ფრანქფურტში გამართულ დასკვნით გამოფენაზე იქნებიან ნაჩვენები.

მათი დაბალი ხილვადობისა და ოფიციალური იდეოლოგიის ჩარჩოებს გარეთ არსებობის გამო, საარქივო ფოტოებს, სხვა ფოტოებთან შედარებით, უფრო მეტი პირადი ყოფნის პოტენციალი აქვს. ისინი თავისუფლები არიან, გამოცდილების შენარჩუნებით,  დაემორჩილონ ან არ დაემორჩილონ მეხსიერების  ნორმატიული სცენარების მოთხოვნებს, რომელიც საზოგადოებისთვის არ არის განკუთვნილი. ამ სურათების ღირებულება ხშირად ოჯახით არის შემოფარგლული, მაგრამ სწორედ მათი “უხილავობა” უხსნის დღეს მხატვრებს ინტერპრეტაციების, ისტორიული წარმოსახვის და დაკარგულ და რეპრესიულ ნარატივებით მუშაობის სივრცეს.

პროექტი ორ ურთიერთდაკავშირებულ იდეაზეა აგებული. ეს არის მუდმივად მზარდი არქივის მოგზაურობა ჩემოდანში და თავად გადაადგილების პროცესის დაკვირვება – ადამიანური კავშირების ინფრასრტრუქტურის შესწავლა.

ვის შეუძლია არქივის შეძენა?

მეხსიერების შენარჩუნების  და გადაცემის რა ფორმებია საჯაროდ ხელმისაწვდომი ან შეუძლებელი?

რა როლი შეუძლია შეასრულოს მხატვარმა მეხსიერების ამ პრაქტიკებსა და მის ხელახლა გადახედვაში?

გუნდი: ლილიტ მატევოსიანი,

გულშატ გუბაიდულინა,

ვ-ლ-ვ-ვ-შ-მ-დ,

ვლადიმერ სელეზნიოვი და

კატია სელეზნიოვა,

დენის (გაფიატულინი) ვოლკოვი,

ირინა დენკმანი

 

კურატორი: ირინა დენკმანი,

დიზაინი: დენის (გაფიატულინი) ვოლკოვი.